უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის სახელმძღვანელო პროგრამა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის სახელმძღვანელო პროგრამა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
შემუშავებულია ტემპუსის პროგრამის PICASA-ს პროექტის ფარგლებშიავტორები: თეონა ხუფენია, ბელა მოსია 2015 წელი ზუგდიდი
შინაარსი
ინტერნაციონალიზაცია, როგორც სასწავლო პროცესის მუდმივი ცვლილებების ნაწილი
ძირითადი გამოწვევები
უმაღლესი განათლების ევოლუცია
სიმონ სენეკის ოქროს წრე
ინსტიტუციური ცვლილებების მართვის ოთხი სვეტი
დემინგის ციკლი _ PDCA
ბოლონიის სამიზნეები
პროგრამის განვითარება
EFQM სრულყოფილი მოდელი
მიღწევების დონეები
შედარება და შედარების მეტრი (ბენჩმარკი და ბენჩმარკინგი) განმარტებები
უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის განმარტება
ხარისხი და არა მხოლოდ რაოდენობა
რაოდენობრივი ინდიკატორები
ხარისხის ინდიკატორები
შედეგები
ინტერნაციონალიზაციის NVAO -ს კრიტერიუმები, ექვსი სტანდარტი
სტრატეგიული განვითარებისთვის საჭირო აქტივობები
ინტერნაციონალიზაცია, როგორც სასწავლო პროცესის მუდმივი ცვლილებების ნაწილი
ძირითადი გამოწვევები
„უმაღლესი განათლება, წარმოუდგენლად მზარდი ცოდნის მსოფლიოში, სოციალური და ეკონომიკური განვითარებისა და ინოვაციის ძირითადი მამოძრავებელია“
ბუდაპეშტი-ვენის დეკლარაცია, 2010
„ყველა სტუდენტი და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული პირი, სწრაფად განვითარებადი საზოგადოების მოთხოვნების შესაბამისად, სათანადოდ უნდა აღიჭურვოს“
„უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა აღჭურვოს სტუდენტი იმ ცოდნით, უნარებითა და კომპეტენციებით, რაც მათ სჭრიდებათ მათი პროფესიული ცხოვრებისთვის“
მინისტრების შეხვედრა ლუვენში, აპრილი 2009
ინტერნაციონალიზაცია გულისხმობს კარგ დაგეგმარებას, კომუნიკაციასა და კოორდინირებას. რაც უფრო მკაფიოდაა განსაზღვრული ინტერნაციონალიზაციის გეგმა, მით უფრო ნაკლებია რისკებისა და საფრთხეების საშიშროება. ძირითადი საგანამანთლებლო ერთეულებისა და ადმინისტრაციული ერთეულების ჩართულობის მაღალი ხარისხი განსაზღვრავს წარმატებას. სწორად შერჩეული ჩართული პირები: ენის კარგი ცოდნით, თანამედროვე ტექნოლოგიების ფლობის უნარით, საუკეთესო საკომუნიკაციო თვისებებით, პროექტების მართვის გამოცდილებით, სწავლისა და ინოვაციების ძიების უნარით.
ინტერნაციონალიზაციის ხარისხის მართვის ინდიკატორია: მუდმივი თანამშრომლობა, მართვის თითოეულ რგოლში საკომუნიკაციო პირი, სტატისტიკა, მკაფიოდ განსაზღვრლი უფლება-მოვალეობანი, პერსონალის მიღწევების მუდმივი განახლება, ინფორმაცია ინგლისურად, მომსახურების სერვიზები მობილობის სტუდენტებისათვის.
უმაღლესი განათლების ევოლუცია
უმაღლესი განათლების ევოლუცია დაყრდობილია მართვის სისტემების ცოდნასა და ეფექტურობაზე. წარმოგიდგენთ მართვის სისტემების შესახებ ინფორმაციას უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციისთვის.
სიმონ სენეკის ოქროს წრე
მნიშვნელოვანი მომენტი ინტერნაციონალიზაციისა არის მისი დაწყება კითხვით: რატომ? ამის უნიკალური განხილვა მოცემულია სიმონ სენეკის ოქროს წრის მიხედვით, რომელიც ეფუძნება იდეას:
როდესაც შემოდიხართ გარედან შიგნით, თქვენ ხდებით ისეთი, როგორიც ყველა სხვა (თავაზიანი). როცა თქვენ გადიხართ შიგნიდან გარეთ თქვენ ამხნევებთ თქვენს თავს და ხდებით შესამჩნევი (იხ.TED: Simon Sinek - "The Golden Circle" ). სიმონ სენეკის ოქროს წრე წარმოდგენილია შემდეგნარიად:
ის ამბობს, როდესაც იწყებთ საქმეს, ყველამ იცით რა უნდა აკეთოთ, აქედან, საკმაოდ ბევრმა იცის ეს როგორ უნდა გააკეთოს, მაგრამ კითხვაზე რატომ ძალიან ცოტას თუ აქვს პასუხი ზუსტად ჩამოყალიბებული. ამდენად, მნიშვნელოვანია ზუსტად დაწყება საქმის კითხვით: რატომ? და შემდგომ განისაზღვროს დანარჩენი.
ინსტიტუციური ცვლილებების მართვის ოთხი სვეტი
ყოველი წარმატება განვითარების გარკვეული საფეხურია. ცვლილება დაფუძნებულია მართვის ეფექტურობაზე, რომელსაც მოსდევს წარმატება. ცვლილებების მართვის ოთხი სვეტი:
· მართვის ჩარჩო დოკუმენტის შემუშავება, ვალდებულებების დაზღვევა
· სისტემის განვითარება, სისტემის თეორიული მიდგომები
· ადამიანური რესურსის განვითარება უმაღლეს სასწავლებლებში, სტუდენტი, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი
· კულტურის განვითარება, სიცოცხლისუნარიანობა, ხანგრძლივობა, ხარისხის მართვა
დემინგის ციკლი _ PDCA
PDCA მართვის ოთხი საფეხური (დაგეგმე- გააკეთე -შეამოწმე -იმოქმედე), რომელიც გამოიყენება საქმის კონტროლისა და განვითარებისთვის, ასევე ცნობილი დემინგის ციკლის/წრის სახელწოდებით. ედვარდ დემინგი მიიჩნევა ხარისხის კონტროლის მამად. PDCA დემინგის ციკლი კვლევით მეთოდზეა დაფუძნებული. მას ასევე კრიტიკული აზროვნების განვითარების სისტემას უწოდებენ. დემინგის ციკლი საქმიანობების გაუმჯობესების მიზნით მუდმივი განმეორების სისტემაა.
ბოლონიის სამიზნეები
ინტერნაციონალიზაცია უმაღლესი განათლების ევოლუციის თანმხლები პროცესია, რომელიც დადგა ბოლონიის პროცესების თანმიმდევრულად.
ბოლონიის პროცესები:
· უმაღლესი განათლების რეფორმა: გათანაბრება და გამჭვირვალობა, სტუდენტზე ორიენტირებული მიდგომა და შედეგებზე დაყრდნობილი სწავლება.
· ხარისხი: შიდა და გარე ხარისხი, შიდა ხარსიხის მექანიზმების შემუშავება, გარე კონტროლი და აკრედიტაცია.
· ადვილად წაკითხვადი და შედარებადი ხარისხების მიღება
· ძირითადად ორსაფეხურიან სწავლებაზე დაფუძნებული სისტემის მიღება
· კრედიტების სისტემის შემოღება, მობილობის ხელშეწყობა
· ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული თანამშრომლობის ხელშეწყობა
· უმაღლესი განათლების ევროპული საზომის ხელშეწყობა
· მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლება
· უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და სტუდენტები
· ევროპული უმაღლესი განათლების მიმზიდველობის ზრდის ხელშეწყობა
· სადოქტორო პროგრამები (მესამე საფეხური)
ევროპული უმაღლესი განათლების პროგრამის განვითარება
· სტუდენტზე ორინტირებული სწავლება
· მობილობა
· მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლება
· დასაქმება
· კვალიფიკაციების ჩარჩო დოკუმენტი/ხარისხების სტრუქტურა
· განათლება, კვლვევა და ინოვაცია
· ხარისხის უზრუნველყოფა
· საერთაშორისო ღიაობა
· აღიარება
· გამჭვირვალობა
· უმაღლესი განათლების მართვა და დაფინანსება
· მონაცემების შეგროვება/ანგარიშგება ბოლონიის პროცესების განხორციელებასთან დაკავშირებით
EFQM სრულყოფილი მოდელი
„ყველა ევროპული ორგანიზაცია, როგორც საჯარო ასევე კერძო, დგას გამოწვევების წინაშე. წარმოუდგენელი ზეწოლა კონკურენციის პირობებში შეზღუდული რესურსებით ნიშნავს, რომ თითოეული ჩვენგანი ვმუშაობთ ყველა ერთად, რომ დავიცვათ მომავალი თაობა. EFQM სრულყოფილი მოდელი გთავაზობთ ჩარჩოს, რომელიც წაახალისებს ჯგუფებს, ინოვაციებსა და თანამშრომლობებს, რომ ისინი იყვნენ დაზღვეულნი რომ მიზანი მიღწეულია“ (ევროსაბჭოს პრეზიდენტი, ჰერმან ვან რომპი).
ამ მოდელის შემოღებამდე არსებობდა მართვის არა ერთი ხელსაწყო, მეთოდი, რომლებიც ზოგადად გამოიყენებოდა, მაგრამ EFQM მოდელმა შემოიღო ერთიანი მიდგომა, რომელიც განსაზღვრავს როგორ შეიძლება მოერგოს ეს მეთოდები ერთმანეთს და ერთგავარად ავსებს ყველა არსებულ მეთოდს. ეს მოდელი ეხმარება ყველას შეადარონ ერთმანეთს ის რასაც აკეთებენ ორგანიზაციები და რა არის მათი საქმიანობით მიღწეული. სრული მასალა იხილეთ ვებგვერდზე: http://www.efqm.org/the-efqm-excellence-model
მიღწევების დონეები
განსაზღვრავნ მიღწევის ხუთ ფაზას:
· პირველი ფაზა: პერსონალური გამოცდილება და ინსტიტუციონალური ვალდებულების პირველი ნიშნები
· მეორე ფაზა: პროცედურული ფიქრები
· მესამე ფაზა: პროფესიონალიზაცია
· მეოთხე ფაზა: სისტემატური განახლება და გაუმჯობესება
· მეხუთე ფაზა: გარე მიმართულება და სრულყოფილებისკენ სწრაფვა
შედარება და შედარების მეტრი/საზომი (ბენჩმარკი და ბენჩმარკინგი) განმარტებები
ბენჩმარკინგი მუდმივად მიმდინარე პროცესია, რომლის მიზანია გამოავლინოს საუკეთესო პრაქტიკული მაგალითი მიღწეული თვალსაჩინო შედეგით. ეს არის ორგანიზაციის საქმიანობის გაზომვისა და შედარების სისტემური პროცესი, რაც აძლევს კომპანიას შედეგების გაუმჯობესების საშუალებას. ეს არის თვითშეფასების ნებაყოფილობითი პროცესი და გულისხმობს სუსტი და ძლიერი მხარეების გამოვლენას კომპანიის მიღწევების გაუმჯობესების მიზნით.
ბენჩმარკი არის წარმატების საზომი
უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის განმარტება
უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია არის ინტერნაციონალური, ინტერკულტურული და/ან გლობალური განზომილებების ინტეგრაციის პროცესი უმაღლესი სასწავლებლის მიზნებსა და ფუნქციებში (სწავლა/სწავლება, კვლევა, მომსახურება). ეს არის პროცესების კომპლექსი, რომელიც აერთიანებს ეფექტებს. ეს არის უმაღლესი განათლების საერთაშორისო გამოცდილებების გაძლიერება უნივერსიტეტებსა და სხვა მსგავს საგანმანათლებლო ინსტიტუტებში. იბადება სამი კითხვა:
· რა არის უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ყველაზე მნიშვნელოვანი განზომილება?
· რა არის შედეგების შეფასების კომპონენტები?
· რა არის უმაღლესი საგანმანთლებლო დაწესებულების წარმატებული შედეგის ინდიკატორი?
სტრატეგიული დაგეგმვა და მართვა
მისია/ხედვა/სტრატეგიული განვითარების გეგმა
განხორციელება
კურიკულუმი და სისტემის განვითარება
საერთაშორისო მობილობა
ხელსაწყოები
ადამიანური რესურსი
მკვლევარი/მასწავლებელი
სტუდენტი
აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი
ხარისხის მართვა
არსებული სიტუაციის კვლევა, თვისობრივი ანალიზი
არსებული სიტუაციიდან გამომდინარე მოქმედება, ხარისხობრივი ანალიზი
ხარისხი და არა მხოლოდ რაოდენობა
ხარისხის მართვის ძირითადი კრიტერიუმებია:
ინტერნაციონალიზაცია და ხარისხის კულტურა
ფაქტებზე დაფუძნებული შეფასება
ხარისხის მართვა _ პასუხისმგებლობა, კომპეტენტურობა და პროფესიონალიზმი
შედარების საზომის/ბენჩმარკინგის ჩარჩოს განსაზღვრის აღწერა
სტრატეგიული მენეჯმენტისა და მართვის ინდიკატორები (ინდიკატორები: ანალიზის ოპერაციული ერთეული, მიღწეული შედეგების გაზომვის გზები)
ბენჩმარკი და ბენჩმარკინგი როგორც PDCA ციკლის ნაწილი
რაოდენობრივი ინდიკატორები
წარმოადგინე არსებული რეალობა და არა მისია და ხედვა
უნდა მოიცვას შიდა სტრუქტურებს (სტუდენტები, აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალი)
გაზომეთ არა ის, რაც იყო მისაღწევი, არამედ ის რაც რეალურად მიღწეულია
შედეგების გაზომვა უმეტესად იმის მიხედვით რაც უნდა ყოფილიყო მიღწეული არ მოიტანს რეალურ სურათს რაც გაკეთებულია სინამდვილეში
დროის პატივისცემა
არ გაზომოთ რისკები
საურველია გაიზომოს პროცესი და მისი პროდუქტი
ხარისხის ინდიკატორები
ძნელად გაზომვადი, ძნელად გამოსახატი
საუკეთესო პრაქტიკა ყოველთვისაა დაკავშირებული კონკრეტულ შინაარსთან. ხანდახან კონკრეტული მიღევის წარმატებულობა ძნელად გაზომვადია მისი შინაარსისგან გამომდინარე
როცა შინაარსის შედარება არ შეიძლება, მაშინ არც ხარისხობრივი შედეგი იქნება შედარებადი
ხშირად ხარისხობრივი ინდიკატორები გამოხატულია სპეციფიკური აღწერილობებით, რომლებიც ძნელია განზოგადდეს
ყველაზე მოქნილი ინდიკატორი მარტივია, ადვილად გაზომვადია, სამოქმედოდ ადვილია, რელევანტურია და დროში განხორციელებადი
შედეგები
ყოველთვის თვალსაჩინოა და გულისხმობს, რომ ყველა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას აქვს თავისი უნიკალური შედეგი და მისი განვითარების სახეც, რომელიც ბენჩმარკის ინსტრუმენტს ავითარებს და ამაღლებს პროგრამის ხარისხს.
ინტერნაციონალიზაციის NVAO -ს კრიტერიუმები, ექვსი სტანდარტი
NVAO: Nederlands-Vlaamse Accrediteringsorganisatie
Dutch-Flemish Acreditation Organisation
ხედვა და ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკა
პროგრამას აქვს ინტერნაციონალიზაციის ხედვა და პოლიტიკა, რომელიც გაზიარებულია თანამშრომლების მიერ და ყველა ჩართული პირი იყო მისი მიღების მონაწილე. ინტერნაციონალიზაციის ხედვა და პოლიტიკა მოიცავს შემოწმებად მიზნებსა და საზომებს, რომელთა ელემენტები ფასდება პერიოდულად და ხელს უწყობს განვითარებისთვის აუცილებელი კრიტერიუმების ჩამოყალიბებას.
სწავლის შედეგები
ინტერნაციონალიზაციის ხედვა და პოლიტიკა სრულიად ადეკვატურად არის ასახული პროგრამის სწავლის შედეგებში და კურსდამთავრებულის სწავლის შედეგები დაკავშირებულია ინტერნაციონალიზაციის ხედვასა და პოლიტიკასთან.
პროგრამა
პროგრამის, კურიკულუმის საგანმანათლებლო მიზნები და სტუდენტთა შეფასება დაკავშირებულია ინტერნაციონალიზაციის ხედვასა და პოლიტიკასთან და სწავლის შედეგებთან.
თანამშრომლები (აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალი)
ჩართული პირების კომპეტენციები (ხარისხი და თვისობრიობა) მიღწევადს ხდის პროგრამით განსაზღვრულ საერთაშორისო სწავლის შედეგებს.
ჩართულ პირებს აქვთ სათანადო საერთაშორისო გამოცდილება, ინტერკულტურული კომპეტენციები და ენის ცოდნა რაც რეალურს ხდის პროგრამით განსაზღვრული სწავლის შედეგების მიღწევას
ჩართული პირების გადამზადების პოლიტიკა დაკავშირებულია უსდ-ს ინტერნაციონალიზაციის ხედვასა და პოლიტიკასთან.
მომსახურება
სტუდენტთა მომსახურება (საზღვარგარეთ სწავლისთვის) შესაბამისობაშია ინტერნაციონალიზაციის ხედვასა და პოლიტიკასთან და სწავლის შედეგებთან
საერთაშორისო სტუდენტთა მომსახურება (საცხოვრებელი პირობები, კონსულტაციები და ინფორმირებულობა) შეესაბამება ინტერნაციონალიზაციის ხედვასა და პოლიტიკას.
სტუდენტები
ჩართული სტუდენტები არიან ადეკვატური სწავლის შედეგების მისაღწევად
მობილობის (წასული და მოსული) სტუდნეტთა (საფეხური, სწავლის პერიოდი) შეესაბამება ინტერნაციონალიზაციის ხედვასა და პოლიტიკას
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინტერნაციონალიზაცია შესაძლოა დაკავშირებული იყოს ხანგრძლივ პროცესებთან, როგორიცაა: სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა, ცოდნის გაზიარება, საერთაშორისო თანამშრომლობა, ტრანსნაციონალური უნივერსიტეტები, კურიკულუმის ინტერნაციონალიზაცია (გლობალური განათლება, ინტერკულტურული განათლება).
ინტერნაციონალიზაციის წარმატებულობა ყოველთვის ეყრდნობა რამდენიმე მოტივირებული ადამიანის ინიციატივას გააძლიერონ არა მხოლოდ მობილობის ასპექტი, არამედ კვლევა და ინსტიტუციური შესაძლებლობები. ამ თვალსაზრისით საერთაშორისო ურთიერთობების პასუხისმგებელი პირების საქმიანობაა გააძლიერონ უკვე არსებული თანამშრომლობა და ასევე მოიძიონ თანამშრომლობის ახალი გზები (ეს არის უმაღლესი განათლების პოლიტიკის პასუხისმგებელი პირების ვალდებულება). უსდ-ს ფორმისა და ფუნქციების შესაბამისად უნდა განისაზღვროს საერთაშორისო თანამშრომლობის სათანადო მოდელი და შესაბამისი სტრატეგია. განისაზღვროს პრიორიტეტები, მონიტორინგის საშუალებები, თითოეული ადმინისტრაციული ერთეულის ჩართულობის ხარისხი, შიდა კომუნიკაცია, რეკლამა (ბუკლეტები, ვებგვერდზე ინფორმაცია, ლიფლეტები და სხვა), დაფინანსების წყაროები, საერთაშორისო კონფერფენციები, სტუდენტებისა და თანამშრომლების ინფორმირებულობა მობილობასთან დაკავშირებით (აპლიკაციის შევსება, ვიზის საკითხები, საცხოვრებელი პირობები, დაზღვევა, ჩასვლა, სოციალური აქტივობები, საორიენტაციო კვირების მოწყობა, სასწავლო ხელშეკრულების მომზადება, ნიშნების ფურცლის შევსება, შეფასება, სწავლის პროცესის მონიტორინგი, მობილობის საგანმანათლებლო პროგრამის მართვა, მობრუნება, აღიარება, მობილობის ბოლოს ანგარიშების წარდგენა), საზაფხულო სკოლები, მასპინძლობის სერვიზები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებისთვის.
სტრატეგიული განვითარებისთვის საჭირო აქტივობები
სტრატეგიული განვითარების საჭირო აქტივობები დაფუძნებულია შემდეგ პრიორიტეტებზე:
აკადემიური წარმოება
ადამიანური რესურსების სტრატეგია
პროცესები
კომუნიკაცია, ცოდნის მართვა, IT სტრატეგია
სტრატეგიული დაგეგმვა, რესურსების გათანაბრება, რესურსების მართვა
ძირითადი ინდიკატორები, სამიზნეები, საზომები და შედეგები
პარტნიორობა, კლიენტები
სამუშაო პირობები
საზოგადოება
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი