შეხვედრა ამერიკელ პოეტ და მთარგმნელ ლინ კოფინთან
მიმდინარეობს საიტის განახლება
დღეს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ამერიკელ პოეტ და მთარგმნელ ლინ კოფინთან შეხვედრა მოეწყო. ლინ კოფინის მიერ შესრულებულია ”ვეფხისტყაოსანის“ პირველი პოეტური თარგმანი 16-მარცვლიანი შაირით. თარგმანის ტექსტს საფუძვლად უდევს 1966 წელს ”ვეფხისტყაოსანის“ ტექსტის დამდგენი კომისიის მიერ მომზადებული და პროფესორ ნოდარ ნათაძის მიერ კომენტირებული გამოცემები. ლინ კოფინს თარგმნილი აქვს თანამედროვე ქართველი პოეტების - დათო ბარბაქაძის, გიორგი კეკელიძის, გივი ალხაზიშვილის, ზაზა აბზიანიძის ლექსებიც.
