,, მარათონი 2017 ''

მიმდინარეობს საიტის განახლება

11 ივნისს რუხში  შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ,,მარათონი 2017'' გაიმართა, 5 კილომეტრიან გარბენში მონაწილეებმა სტარტი რესტორან „არგოდან“ აიღო  და რუხის სავაჭრო ცენტრთან დასრულდა, სადაც დაჯილოების ცერემონიალი და კონცერტი გაიმართა. მარათონში გამარჯვებულები სხვადასხვა პრიზებით დაჯილდოვდნენ. მათ შორის GemFest-ის ბილეთებით, ფულადი პრიზებით შპს "კედასგან" და მაღაზია „New Optic“-ის სასაჩუქრე ბარათებით.

ღონისძიების სპონსორები არიან: რუხის სავაჭრო ცენტრი, Gem-fest, კედა, წყალი „სნო“, გამაგრილებელი სასმელი „PEPSI”, რესტორანი "არგო" და საკანცელარიო სერვისი „BestCopy”.

„მარათონი 2017“ -ის ოფიციალური მხარდამჭერები არიან: სამეგრელო- ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია, საპარტნიორო ფონდი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ქალაქ ზუგდიდის მერია, ზუგდიდის ტექნოპარკი და რადიო „ათინათი“.

მარათონს, რომლის მთავარი მიზანიც ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაა, გასულ წელს ჩაეყარა საფუძველი, ორგანიზატორები მის ჩატარებას ყოველწლიურად აპირებენ.