უნივერსიტეტში მენეჯმენტის მიმართულებით სამაგისტრო ნაშრომების დაცვა გაიმართა

მიმდინარეობს საიტის განახლება

2017 წლის 20 სექტემბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მენეჯმენტის მიმართულებით სამაგისტრო ნაშრომების დაცვა გაიმართა. მაგისტრანტებმა საკუთარი ნაშრომები მოხსენებებითა და საპრეზენტაციო მასალებით წარმოადგინეს და კომისიის წევრების, რეცენზენტების და დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს უპასუხეს. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ნაშრომები კომისიის თითოეული წევრის მიერ ცალ-ცალკე შეფასდა, ქულათა საშუალო რაოდენობით კი ყველა მაგისტრანტმა მაღალი შეფასება დაიმსახურა.