საშემოდგომო სკოლა "საქართველოს ევროინტეგრაცია"
2017 წლის 25 სექტემბრიდან-28 სექტემბრამდე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით სტუდენტებისთვის საშემოდგომო სკოლა "საქართველოს ევროინტეგრაცია" ჩატარდა. სამი დღის განმავლობაში ახალგაზრდებმა მოისმინეს ინფორმაცია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის, ასოცირების დღის წესრიგის, სტრატეგიული კომუნიკაციების, ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლის მეთოდების, ასევე ვაჭრობაში თანამედროვე ინოვაციური ტექნოლოგიებისა და ევროკავშირის დახმარებების პროგრამების შესახებ. სკოლის დასასრულს სტუდენტები დაიყვნენ ჯგუფებად და სხვადასხვა განხილულ საკითხზე პრეზენტაციები მოამზადეს.
საშემოდგომო სკლოლაში შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის 15 სტუდენტი იღებდა მონაწილეობას.

