უნივერსიტეტში პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის ღია კარის დღე გაიმართა

მიმდინარეობს საიტის განახლება

2017 წლის შემოდგომის პროფესიული ტესტირების გზით პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის   ღია კარის დღე გაიმართა. შეხვედრას უძღვებოდა შეფასებისა და განათლების  ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი თამარ კაკუტია. პროფესიული განათლების მიღების მსურველებს საშუალება ჰქონდათ პროფესიული ტესტირების, პროფესიულ პროგრამებზე დაფინანსების მოპოვების, ჩარიცხვისა და სხვა  დეტალების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ.