პირველკურსელთა რეგისტრაცია და სწავლის საფასურის გადახდის წესი

მიმდინარეობს საიტის განახლება

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პირველკურსელთა რეგისტრაცია ცხადდება სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი  აქტის საფუძველზე, რომელიც გამიცემა არაუგვიანეს 1 ოქტომრისა 

სასწავლო უნივერსიტეტსა და  ამ უნივერსიტეტში ჩარიცხულ სტუნდენტს შორის ფორმდება ხელშეკრულება.

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩარიცხულმა პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

1.სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი 

2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის /პასპორტის ასლი (აუცილებელია დედნის წარმოდგენა)

3.  2- ცალი ფოტოსურათი  ( ზომა  3/4- ზე ) ,ელექტრონული ვერსია CD - ზე 

4. სამხედრო აღიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის)

5.უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში ) 

6.არასრულწლოვანი სტუდენტობის კანდიდატის ნაცვლად სასწავლო უნივერსიტეტთან ხელშეკრულების გაფორმებაზე უფლებამოსილი არის მისი მშობელი, სტუდენტობის კანდიდატის დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლისა და მშობლის პირადობის მოწმობის ასლის  წარმოდგენის შემთხვევაში.

 

 

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში   სწავლის საფასური შეადგენს 2250 ლარს.

სახელმწიფო გრანტით  ნაწილობრივი დაფინანსების მქონე სტუდენტებმა სახელმწიფო დაფინანსებასა და სწავლის რეალურ საფასურს შორის სხვაობა უნდა დაფარონ ადმინისტრაციული რეგისტრაციისათვის დადგენილ ვადებში.

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს სწავლის საფასური შეუძლიათ გადაიხადონ ეტაპობრივად (2,4,6 და 8 ეტაპად)

დამატებითი სემესტრის სტუდენტებისთვის ერთი კრედიტის ღირებულება განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულებით დეკანატის წარდგინების საფუძველზე  წლიური გადასახადის შესაბამისად.

სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია შემდეგ ანგარიშზე:

ხაზინის ერთიანი ანგარიში

ბანკის კოდი : TRESGE22

ანგარიშსწორების ანგარიში: 709087289 

სწავლის საფასურის გადახდისას სტუდენტმა უნდა მიუთითოს:
სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ფაკულტეტი/საგანმანათებლო პროგრამა რომელზეც სწავლობს

სტუდენტს უფლება აქვს სასწავლო პროცესის დაწყებიდან არაუმეტეს 2 კვირის ვადაში მოითხოვოს ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუქმება. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ იგი კარგავს გადახდილი თანხის დაბრუნების ან მისი მომდევნო სემესტრებში გამოყენების მოთხოვნის უფლებას.

სწავლის საფასურთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე სტუდენტებს შეუძლიათ მიმართონ საფინანსო სამსახურს (მეორე სართული, ოთახი #212, ტელ. 595097206)