დათა აქუბარდია

მიმდინარეობს საიტის განახლება

დათა აქუბარდია

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)  ზუგდიდის რაიონული კოორდინატორი.

 2012 წელს დავამთავრე შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით. სტუდენტობის პარალელურად აქტიურად ვიყავი ჩართული საუნივერსიტეტო და საზოგადოებრივ საქმიანობაში. ვმონაწილეობდი არაერთი ღონისძიების (საგანმანათლებლო, კულტურული, სპორტული,) ორგანიზებასა და დაგეგმვაში. ამავდროულად გავიარე არასამთავრებო ორგანიზაციაში და სახელმწიფო სტრუქტურებში სტაჟირების კურსი და პრაქტიკები. ჩემთვის განსაკუთრებული სტიმულის მომცემი იყო ის ფაქტი, რომ მაღალი კონკურენციის პირობებში გავხდი უნივერსიტეტისა და პრეზიდენტის სტიპენდიანტი. ეს ერთგვარი სტარტი იყო ჩემი კარიერული წინსვლის ცხოვრებაში, რამაც შესაძლებლობა მომცა მრავალმხრივ განმევითარებინა საკუთარი შესაძლებლობები.

 2009წ გავხდი სატელევიზიო გადაცემა, სტუდენტურ პროექტ დიდი პერსპექტივა „ეტალონის„  მეორე ადგილის მფლობელი. ყოველივე ზემოაღნიშნული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტური ცხოვრების ნაწილი იყო და ამავე დროს უნივერსიტეტში მიღებული ცოდნის დამსახურება. მოხარული ვარ, რომ უნივერსიტეტი ორიენტირებულია არა სტუდენტთა რაოდენობაზე, არამედ ცოდნის ხარისხზე, რომელიც პირველ რიგში რექტორის და შემდეგ პროფესორ-მასწავლებლების დამსახურებაა.

 2014წლის ოქტომბრიდან დღემდე ვმუშაობ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) ზუგდიდის რაიონულ კორდინატორად. ჩემი წარმატებების მთავარი მიზეზი მონდომება, თავდაუზოგავი შრომა და საქმის ერთგულებაა. კარიერული წინსვლისთვის წინ არაერთი დაბრკოლების გადალახვა მომიწევს, რისთვისაც მზად ვარ და ახალგაზრდებსაც ვურჩევ აქტიურად ჩაერთონ პროექტებში, მაქსიმალურად გამოიყენონ თავისუფალი დრო მოხალისეობრივ საქმიანობაში, სტაჟირებისა თუ ტრენინგ კურსებში მონაწილეობაში. ნურასოდეს იქნებიან კმაყოფილები საკუთარი თავით, და გაკეთებული საქმეებით. ყველაზე მეტად თვითონვე უნდა გააკრიტიკონ საკუთარი თავი და ეს უნდა იყოს მუდმივი მოვლენა, ყოველდღიურობა რაც უცილებლად მოუტანთ წარმატებას.