ცირა ლუკავა

მიმდინარეობს საიტის განახლება

ცირა ლუკავა

აღმასრულებელი, სამეგრელო ზემო-სვანეთის სააღსრულებო ბიურო

2013 წელს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ აქტიურად დავიწყე ზრუნვა იმაზე, რომ მქონოდა წარმატებული კარიერა. ამჟამად ვმუშაობ სამეგრელო ზემო-სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლად.

კარიერაში წარმატება არ გულისხმობს მხოლოდ ობიექტურ ფაქტორებს, აუცილებელია პროფესიული თვალსაზრისით კმაყოფილებას გრძნობდე, რასაც ჩემი სამსახური ნამდვილად მანიჭებს.  მუდმივად ვცდილობდი კარგი განათლება მიმეღო, ვიყავი  აქტიური სტუდენტი, პრეზიდენტის სტიპენდიანტი. რთული გზა გამოვიარე იმისთვის, რომ შრომის ბაზარზე ჩემი ადგილი მეპოვა, რაშიც დიდი წვილი მიუძღვის ჩემს უნივერსიტეტს და აქ მიღებულ გამოცდილებას.

უწყვეტ განათლებაზე ზრუნვა თანამედროვე საზოგადოების გამოწვევაა. მეც ვცდილობ ამ კუთხით განვითრებასა და კარიერულ კიბეზე სვლას.