განისაზღვრა 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადები
I. 2017–2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 18 იანვრიდან 01 თებერვლის 18 სთ-მდე.
II. 2017–2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველ სტუდენტთა გამოცხადების, განცხადებების რეგისტრაციისა და სტუდენტის პირად საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციის ასლების წარმოდგენის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 06 თებერვლიდან 10 თებერვლის ჩათვლით.
III. აღნიშნული სტუდენტებისთვის გავლილი კრედიტების აღიარების შესახებ შესაბამისი მიმართულებების ხელმძღვანელების (უფლებამოსილი პირების) მიერ დასკვნების წარმოდგენის ვადა განისაზღვრა მიმდინარე სასწავლო წლის 10 თებერვლიდან 12 თებერვლის ჩათვლით.
IV. აღიარებული კრედიტების რაოდენობის თაობაზე მობილობის მსურველი სტუდენტის მიერ წერილობითი განცხადებით დადასტურების (თანხმობა/უარი) ვადა განისაზღვრა 12 თებერვლიდან 14 თებერვლის ჩათვლით.
V. მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ რექტორის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტის პროექტი გაფორმდება და წარედგინება სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 2017-2018 სასწავლო წლის 12 თებერვლიდან 15 თებერვლის ჩათვლით.
VI. მობილობის წესით გადასული სტუდენტების სტატუსის შეწყვეტის შესახებ ბრძანება გამოიცემა და აისახება რეესტრში 2018 წლის 06 მარტის ჩათვლით;
VII.მობილობით გადასულ სტუდენტებზე სტატუსის შეწყვეტის შესახებ ბრძანებიდან ამონაწერი გაიცემა მომართვიდან ერთი კვირის განმავლობაში;



