უნივერსიტეტში მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მოდულების შედეგების საჯარო პრეზენტაცია/გამოფენა,გაიმართა...
2017 წლის 7 თებერვალს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ,,ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგის“ მე-5 საფეხურის მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მოდულების შედეგების საჯარო პრეზენტაცია/გამოფენა, გაიმართა. აქტივობა მიზნად ისახავდა პროგრამის პოპულარიზაციას, ამავე პროგრამის სენაკის ბაზის პროფესიული სტუდენტებისთვის გაცვლითი მეცადინეობების, პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის სწავლის მეთოდებისა და მტკიცებულებების ვერიფიკაციის ფორმატს. ღონისძიებას ესწრებოდა ააიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ-სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებიდან წარმომადგენლები, სასწავლო უნივერსიტეტის სენაკის ბაზის ამავე პროგრამის პროფესიული განათლების მასწავლებლები და პროფესიული სტუდენტები, სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და სტუდენტები.





