შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ავტორიზაციისთვის ემზადება
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ავტორიზაციის ჯგუფი ინტენსიურად მუშაობს ავტორიზაციის განახლებული სტანდარტების შესაბამისი თვითშეფასების დოკუმენტზე.
2018 წლის 5 მარტს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან, აკადემიურ პერსონალთან, სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან და პასუხისმგებელ პირებთან საკონსულტაციო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე განხილულ იქნა თვითშეფასების პროცესის დაგეგმვა და განხორციელება; საავტორიზაციო ვიზიტის დაგეგმვა და განხორციელება; ავტორიზაციის სტანდარტები და პროცედურები.
