საჯარო ლექცია თემაზე ,,მდგრადი განვითარების მიზნები“
2018 წლის 20 მარტს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის კახაბერ კუჭავას საჯარო ლექცია გაიმართა. სალექციო თემა იყო ,,მდგრადი განვითარების მიზნები“. ლექციამ 2 საათს გასტანა, მის ფარგლებში განხილული იყო მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების ამოცანები საქართველოში. ლექციის ძირითადი ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
საჯარო ლექციას ესწრებოდნენ სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორები, ადმინისტრაცია, სტუდენტები, პარლამენტის წევრი, ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია .







