უნივერსიტეტში გაიმართა ,,ბეჭდური და ონლაინ გამოცემების რეპორტიორის“ პროფესიული პროგრამის, სტუდენტების პრაქტიკული პროექტისა და საწარმოო პრაქტიკის შედეგების საჯარო პრეზენტაცია.

მიმდინარეობს საიტის განახლება

2018 წლის 23 მარტს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა ,,ბეჭდური და ონლაინ გამოცემების რეპორტიორის“ პროფესიული პროგრამის, სტუდენტების პრაქტიკული პროექტებისა და საწარმოო პრაქტიკის შედეგების საჯარო პრეზენტაცია. თითოეულმა პროფესიულმა სტუდენტმა პრაქტიკული პროექტის ფარგლებში მოამზადა მულტიმედია პროდუქტი და ატვირთა ბლოგზე/სოციალურ ქსელში. საწარმოო პრაქტიკის გავლა კი დადასტურდა ფოტოკოლაჟით. პროფესიულმა სტუდენტებმა ასევე წარმოადგინეს ვიდეოპროდუქტი ,,კადრებით მოყოლილი ისტორია“. პრაქტიკული პროექტის შედეგები და საწარმოო პრაქტიკა პროფესიული პროგრამების სტუდენტებმა გაიარეს გაზეთ ,,ზუგდიდის" რედაქციასა და ,,ტელე-რადიო კომპანია ოდიშში", ჟურნალისტების ნანი მოსიძისა და ნანა ქობალიას ხელმძღვანელობით. პრეზენტაციას დაესწრნენ სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, ადმინისტრაციისა და პრაქტიკის ობიექტებიდან სასწავლო პრაქტიკის განხორციელებაში მოხალისედ ჩართული თანამშრომლები.

           29497322_1725158810864087_3576475260418159935_n_1.jpg      29496910_1725158920864076_4204775640193638942_n_0.jpg

           29498127_1725158697530765_125237280225356058_n_0_0.jpg       29511865_1725158274197474_8011134994050294739_n_0.jpg

           29571307_1725159210864047_3469109895384982309_n (1).jpg       29542748_1725158577530777_5057192164965708468_n_0.jpg