შეხვედრა სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობის სტუდენტებთან და პროფესორებთან.
2018 წლის 18 მაისს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრი ,,კავკასიის’’ კონსორციუმის ლიდერი ორგანიზაციის დირექტორმა სერგო ბარამიძემ შეხვედრა გამართა სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობის სტუდენტებთან და პროფესორებთან. შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთა ჩართულობა საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრი კავკასიის კონსორციუმთან ერთად IFAD DANIDA - ას მიერ გამოცხადებულ პროექტში, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლად ბიზნეს საქმიანობის დაწყებასა და პოპულარიზაციას, ახალგაზრდებისთვის ბიზნეს გეგმების შემუშავებას და ჩართულობას აღნიშნულ პროექტში. IFAD DANIDA-ს ხელშეწყობითა და დაფინანსებით, კონსორციუმის აქტიური ჩართულობით სხვა საკონსულტაციო ორგანიზაციებთან/კონსორციუმებთან ერთად ბიზნეს გეგმების შემუშავება და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრი კავკასიის კონსორციუმის (GBDC კავკასია) ფარგლებში მუშაობის ეფექტურად წარმართვა.





