საინფორმაციო შეხვედრა ახალგაზრდების დასაქმების საკითხზე...
ზუგდიდში დღეს, კოორდინირებული მუშაობის ხელშეწყობა, ახალგაზრდების დასაქმებისუნარიანობისა და დასაქმების ზრდის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. საინფორმაციო შეხვედრაზე ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდმა“ საგრანტო კონკურსის პრეზენტაცია გამართა. ასევე, ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებმა, ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
შეხვედრას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, მოადგილეებთან, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგაიზაციები და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.
სამუშაო შეხვედრა World Vision საქართველოს მიერ ევროკავშირის დაფინანსებული პროგრამის ,,ევროკავშირი ახალგაზრდებისათვის“ (EU4YOUTH) ფარგლებში გაიმართა, რომლის პარტნიორია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია.

