უნივერსიტეტში შიდა მხარდაჭერის ჯგუფის წევრების მიერ ორგანიზებული სამუშაო შეხვედრა გაიმართა (ზუგდიდი, სენაკის ბაზა)...

მიმდინარეობს საიტის განახლება

2018 წლის 31 მაისს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში შედგა შიდა მხარდაჭერის ჯგუფის წევრების მიერ ორგანიზებული სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ ზუგდიდისა და სენაკის ბაზის ,ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგის“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელები და მოდულის განმახორციელებლები. შიდა მხარდაჭერის ჯგუფის წევრებმა დამსწრეებს გააცნო ვერიფიკაციის პროცედურები, განიხილეს შეფასების ინსტრუმენტის შექმნისა და შეფასების განხორციელების გაუმჯობესების გზები. ერთი და იმავე მოდულის განმახორციელებელმა პირებმა გაიზიარეს ერთმანეთის შეფასების ინსტრუმენტები, გასცეს რეკომენდაციები, განიხილეს პრაქტიკული პროექტისა და საწარმოო პრაქტიკის შეფასების ვალიდური ინსტრუმენტები. დაიგეგმა ინტენსიური ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გზები.