ტრენინგი სასწავლო უნივერსიტეტში მოქმედი საერთაშორისო პროექტის DARE-ს ფარგლებში...

მიმდინარეობს საიტის განახლება

2018 წლის 23 მაისს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მოეწყო ტრენინგი სასწავლო უნივერსიტეტში მოქმედი საერთაშორისო პროექტის DARE-ს ფარგლებში. ტრენინგის მიზანი იყო სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის თანაბარი გარემოს შექმნისა და სწავლების მეთოდებში გადამზადება. სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალთან ერთად ტრენინგის მონაწილეები იყვნენ სტუდენტები. ტრენინგი ჩაატარეს როჰამფტონის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) პროფესორებმა: მი ფონგ ლიმ და ალეგრა ტრეისია ჯენკინსმა.