,,პრაქტიკული პროექტისა“ და ,,საწარმოო პრაქტიკის“ პრეზენტაცია

მიმდინარეობს საიტის განახლება
 

2018 წლის 27 აგვისტოს გაიმართა ,,პრაქტიკოსი ექთნის“ მე-5 საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის (ზუგდიდის ბაზა)  ძირითადი მოდულების: ,,პრაქტიკული პროექტისა“ და ,,საწარმოო პრაქტიკის“ პრეზენტაცია/ანგარიში. საწარმოო პრაქტიკა 13-მა პროფესიულმა სტუდენტმა გაიარა ს.ს. ,,ევექსის“ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში, სადაც ისინი 12 კვირის განმავლობაში სხვადასხვა განყოფილებებში ეცნობოდნენ და გარკვეული დამოუკიდებლობით, საწარმოო პრაქტიკის ხელმძღვანელის ზედამხედველობით ასრულებდნენ პროფესიულ მოვალეობებს. ეს მოვალეობებია: საექთნო პროცესის მართვა, კომუნიკაცია საზოგადოებასთან და ჯანდაცვის გუნდთან, ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური ღომისძიებების დაცვა, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება, პროფესიული განვითარებისთვის ზრუნვა. პრეზენტაცია იყო ძალიან საინტერესო, კურსდამამთავრებლებმა შეაფასეს სასწავლო პროცესი, აღნიშნეს რომ პროფესიის არჩევაში არ შემცდარან და კარიერის მართვაში აუცილებლად დაეხმარებათ თეორიული და პრაქტიკული კომპონენტების ამ ხარისხით გავლა. პრაქტიკის ხელმძღვანელებმა შეაფასეს თითოეული პროფესიული სტუდენტის პროფესიაში გამოვლენილი ცოდნა და უნარები, რომელიც იქნება ერთგვარი რეკომენდაცია დამსაქმებლისთვის, რომელსაც მოთხოვნის საფუძველზე გასცემს სასწავლო უნივერსიტეტი.

         

                                                                                                                                                                                                   მთავარზე დასადები.jpg        41450068_512134545878232_1439265479582547968_n.jpg

             P8275129.JPG        40253706_318634358911269_338391544014831616_n_0.jpg