პირველკურსელთა რეგისტრაცია 15 სექტემბრიდან დაიწყება!
წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული პირებისთვის :
* სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
* პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი (დედნის წარმოდგენით);
* ორი ცალი ფოტოსურათი (3x4), ელექტრონული ვერსია CD-ზე;
* სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);
* უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
რეგისტრაცია იწარმოებს სასწავლო უნივერსიტეტში, მისამართზე ჯანაშიას 14 (კომბინატის დასახლება)

