უნივერსიტეტი აცხადებს აპლიკანტთა მიღებას პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე
სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2018 წლის საშემოდგომოდ აცხადებს აპლიკანტთა მიღებას პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
ზუგდიდის ბაზაზე
ა) სრული ზოგადი განათლების საფუძველზე:
- ,,პრაქტიკოსი ექთანი“ მე-5 საფეხური (სწავლის ხანგრძლივობა-2,5 წელი);
- ,,ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგის“ მე-5 საფეხური (სწავლის ხანგრძლივობა-2,5 წელი);
- ,,ბუღალტრული აღრიცხვა“ მე-5 საფეხური (სწავლის ხანგრძლივობა-2 წელი);
- ,,ფარმაცევტის თანაშემწე“ მე-4 საფეხურზე (სწავლის ხანგრძლივობა-2 წელი);
- ,,ბეჭდური და ონლაინ გამოცემების რეპორტიორი“ მე-4 საფეხური (სწავლის ხანგრძლივობა-2,5 წელი);
ბ) საბაზო განათლების საფუძველზე:
- ,,ფილამწყობი“ მე-3 საფეხური (სწავლის ხანგრძლივობა-1 წელი);
- ,,ინფორმაციის ტექნოლოგია“ (სწავლის ხანგრძლივობა-1 წელი);
სენაკის ბაზაზე
ა) სრული ზოგადი განათლების საფუძველზე:
- ,,პრაქტიკოსი ექთანი“ მე-5 საფეხური (სწავლის ხანგრძლივობა-2,5 წელი);
- ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგის მე-5 საფეხური (სწავლის ხანგრძლივობა-2,5 წელი);
- ,,ბუღალტრული აღრიცხვა“ მე-5 საფეხური (სწავლის ხანგრძლივობა-2 წელი);
- ,,ფარმაცევტის თანაშემწე“მე-4 საფეხურზე (სწავლის ხანგრძლივობა-2 წელი);
ბ) საბაზო განათლების საფუძველზე:
- ,,ინფორმაციის ტექნოლოგია“ (სწავლის ხანგრძლივობა-1 წელი);
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ონლაინ რეგისტრაცა იწარმოებს 2018 წლის 3 ოქტომბრიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით სასწავლო უნივერსიტეტის ზუგდიდისა და სენაკის ბაზაზე, საგანმანათლებლო რესურსცენტრებში და ელექტრონულ პორტალზე (vet.ge). პრეტესტი ჩატარდება 3 ნოემბერს, ხოლო გამოცდა- 4 ნოემბერს. სასწავლო პროცესი დაიწყება 2018 წლის 26 ნოემბერს.
საკონტაქტო ინფორმაცია
- ზუგდიდი, ჯანაშიას ქ.#14.
557 44 09 22 ელ.ფოსტა: mananasamushia@zssu.edu.ge
577 31 57 51 ელ.ფოსტა: maribochorishvili@zssu.edu.ge
- სენაკი, მშვიდობის ქ.#192.
595 09 71 98 ელ.ფოსტა: mananachanturia@zssu.edu.ge
595 09 72 01 ელ.ფოსტა: teagoginava@zssu.edu.ge

