უნივერსიტეტში საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო- ზემო სვანეთის ბიუროს წარმომადგენელმა ანა ცანავამ საქართველოს ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობაზე ისაუბრა. შეხვედრისას საუბარი შეეხო ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობასა და უვიზო მიმოსვლის საკითხებს. საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ გავრცელებულ არასწორ შეხედულებებსა და რეალობაზეც ისაუბრა.




