Erasmus+ პროექტ STAR-ის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრები და ტრენინგები ქალაქ თბილისსა და ჩინეთის ქალაქ - ჩზანციანში.
2018 წლის 14 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობას იღებდნენ Erasmus+ პროექტ STAR-ის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებსა და ტრენინგებში, რომლებიც გაიმართა ქალაქ თბილისსა და ჩინეთის ქალაქ - ჩზანციანში.
შეხვედრას წინ უძღოდა ონლაინ ტრენინგები პროექტში ჩართული ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის სასწავლო პროცესის მართვის სისტემა Moodle-ის გამოყენებით.
2016 წელს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა Erasmus+ ის ფარგლებში მოიპოვა უნივერსიტეტთა შესაძლებლობების გაძლიერების გრანტი პროექტზე „სიცოცხლისუნარიან სწავლაზე ორიენტირებული სწავლება მაღალკვალიფიციური გამოცდილება საქართველო და ჩინეთისთვის“ „Sustainable Learner-Centered Teaching_ Advanced Resources for Georgia and China”.



