ნიკოლოზ ბარათაშვილის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია.
2018 წლის 8 ნოემბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა ნიკოლოზ ბარათაშვილის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. მონაწილეობდნენ როგორც სასწავლო უნივერსიტეტის, ასევე ივ. ჯავახიშვილის თბილისის, ილიას, ქუთაისის აკ. წერეთლის, სამცხე-ჯავახეთის, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტების, ბათუმის შოთა რუსთაველის, სასულიერო სემინარიისა და აკადემიის, ასევე რიზეს რეჯეფ ტაიფ ერდოღანის (თურქეთი) და არიელის (ისრაელი), დუზჯეს (თურქეთი) უნივერსიტეტების პროფესორები. კონფერენციამ ორ სხდომად იმუშავა. მოისმინეს 22 მოხსენება, რომელიც ეხებოდა ნიკოლოზ ბარათაშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
