სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი სტუდენტებს შეხვდა
მიმდინარეობს საიტის განახლება
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესთან გიორგი შენგელიასთან ერთად, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, სტუდენტებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს, რომ მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ინიციატივების ხელშეწყობა და ჩართულობა მიმდინარე პროცესებში. სტუდენტებთან შეხვედრა კითვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. გიორგი შენგელიამ სტუდენტებს ასევე მერიაში არსებულ პროგრამების მნიშვნელობაზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ სტუდენტების უფასო მგზავრობა 2019 წელსაც გაგრძელდება.





