,,სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა ფარმაცევტულ დაწესებულებებში“.

მიმდინარეობს საიტის განახლება

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ,,ფარმაცევტის თანაშემწის“ პირველი სასწავლო წლის პროფესიულმა სტუდენტებმა წარმატებით დაადასტურეს მოდული ,,სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა ფარმაცევტულ დაწესებულებებში“. შეფასების მიმართულება იყო ,,პროცესზე დაკვირვება“ და მოიცავდა ხუთ შედეგს: სადეზინფექციო ხსნარების მომზადება, სამუშაო ადგილის მომზადება, პირადი ჰიგიენის დაცვა, კარადებისა და მაცივრის დასუფთავება, უსაფრთოების წესების დაცვა. სტუდენტებმა აღნიშნეს, რომ სრულად აქვთ გაცნობიერებული ,,სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვის“ მნიშვნელობა მომავალი პროფესიული საქმიანობისთვის და ასევე ინფორმირებული არიან იმის თაობაზე, რომ აღნიშნული მოდული პროგრამის სხვა ძირითად მოდულებზე დაშვების წინაპირობას წარმოადგენს. სტუდენტები პროფესიის შესწავლის საფუძვლებს ინტერესით და ხალისით ეუფლებიან, რომელშიც დიდი წვლილი პროფესიული განათლების მასწავლებლებს მიუძღვით.

     3_2.jpg   6_0.png

    5_0.png  4_0.png