საჯარო ლექცია ჟურნალისტური ეთიკის საბაზისო პრინციპების თემაზე
მიმდინარეობს საიტის განახლება
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტმა, ევროკავშირის სადამკვირებლო მისიასთან პარტნიორობით ჩაატარა საჯარო ლექცია ჟურნალისტური ეთიკის საბაზისო პრინციპების თემაზე. ლექციას უძღვებოდნენ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი ნატა ძველაშვილი, ბექა ბაჯალაძე IWPR-ის რეგიონული დირექტორი და ვიქტორ ბრანდტი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი. ლექციის დასრულების შემდგომ, საუნივერსიტეტო საზოგადოებასთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.





