„რეგიონული ტურისტული გიდის" მომზადება - გადამზადების კურსის განხორციელება
გაცნობებთ, რომ მ/წლის სექტემბერში სასწავლო უნივერსიტეტის ბაზაზე დაინერგება ახალი მოკლევადიანი (45 საათი) სასერთიფიკატო პროგრამა „რეგიონული ტურისტული გიდის მომზადება - გადამზადების კურსი“.
კურსის მიზანი: რეგიონში ტურისტული ინდუსტრიის შემდგომი განვითარების ხელშეწყობა ცვლილებაზე და ინოვაციაზე ორიენტირებული ადგილობრივი ტურისტული გიდების გადამზადებით;
კურსის ამოცანები:
- ტურისტული ინდუსტრიით დაინტერესებული პირებისთვის გიდისთვის საკვანძო პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება და იმავდროულად რეგიონალური თავისებურებებით გაჯერებული ტურისტული პროდუქტების შექმნის კომპეტენციისა და გამოცდილების შეძენა.
- რეგიონში არსებული უნიკალური ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის მეტად გამოვლენა და ეფექტიანად გამოყენება.
კურსის განხორციელების პერიოდი:
მიღების გამოცხადება: 2019 წლის სექტემბერი
კურსის განხორციელება: 2019 წლის ოქტომბერი-ნოემბერი;
კურსის ხანგრძლივობა: 2 თვე
კურსის მოცულობა: 45 საკონტაქტო საათი (15 საათი სააუდიტორიო და 30 საათი საველე მეცადინეობები);
პირველ საპილოტე კურსში მონაწილეობა უფასოა. დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარადგინონ აპლიკაცია და გაიარონ შესარჩევი პროცედურა.
პროექტი ინიცირებული და მხარდაჭერილია USAID-ის პროექტი ,,ზრდის" მიერ, ახორციელებს ,,კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი CTC".

