უნივერსიტეტში სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტების ნაშრომების საჯარო დაცვა გაიმართა.
მიმდინარეობს საიტის განახლება
2019 წლის 6 ივლისს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში ,,ქართული ფილოლოგიის“, ,,ისტორიის“, ,,ინგლისური ფილოლოგიის“ საბაკალავრო, ,,ქართული ლიტერატურის ისტორიის“, ,,მცირე ბიზნესის მართვის“ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტების ნაშრომების საჯარო დაცვა გაიმართა.
სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე საბაკალავრო ნაშრომები წარმოადგინეს და წარმატებით დაიცვეს ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის მონაწილე სტუდენტებმა.
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ულოცავს ყველა კურსდამთავრებულს და წარმატებას უსურვებს პროფესიულ საქმიანობაში.





