უნივერსიტეტსა და World Vision საქართველოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ახალი SKYE კლუბი გაიხსნა. პროექტის ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს უნივერსიტეტსა და World Vision საქართველოს შორის. ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერებისათვის საჭირო უნარებისა და ცოდნის კლუბი (SKYE CLUB) შესაძლებლობას აძლევს 16 - დან 25 წლის ახალგაზრდებს ერთად მიიღონ ცოდნა და გამოცდილება, რათა იზრუნონ თავიანთ თემზე. კლუბს ხელმძღვანელობენ არჩეული ახალგაზრდა ლიდერები, რომლებიც სასწავლო გეგმაზე დაფუძნებულ მეთოდოლოგიას იყენებენ და ეხმარებიან კლუბის წევრებს გამოიმუშაონ შესაბამისი უნარები აქტიური მოქალაქების, ლიდერობის, შრომისუნარიანობისა და მეწარმეობის სფეროში.
World Vision საქართველო აღნიშნულ ინიციატივას ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „კომპენტენციები დასაქმებისთვის“ ფარგლებში ახორციელებს.





