საჯარო ლექცია თემაზე; სექსუალური შევიწროებისა და კანონმდებლობის შესახებ.
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში 4 დეკემბერს, ზუგდიდის რაიონული პროკურორი ლევან სალია პროკურორ მარიამ ქორიძესთან ერთად შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. პროკურორებმა სტუდენტებთან კანონით დასჯად სექსუალურ შევიწროებაზე, მისი გამოვლენისა და აღსრულების მექანიზმებზე ისაუბრეს, ასევე მიმოიხილეს ისეთი დანაშაულები, როგორებიცაა: ქორწინების იძულება, ადევნება და ოჯახური ძალადობა. შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში ჩატარდა, სტუდენტები აქტიურად ჩაერთვნენ გამართულ დისკუსიაში. კამპანიის მიზანია საქართველოში ინფორმირებულობის გაზრდა სექსუალური შევიწროებისა და კანონმდებლობის შესახებ.





