უნივერსიტეტში დასრულდა ,,რეგიონალური ტურისტული გიდის“ მომზადება-გადამზადების მოკლევადიანი სასერტიფიკაციო კურსი
მიმდინარეობს საიტის განახლება
მ/წლის 11 დეკემბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში დასრულდა ,,რეგიონალური ტურისტული გიდის“ მომზადება-გადამზადების მოკლევადიანი სასერტიფიკაციო კურსი. მსმენელებმა წარადგინეს საკურსო ნაშრომები, რომელიც ითვალისწინებდა ტურისტული პროდუქტის შექმნას რეგიონის თავისებურების გათვალისწინებით. წარმოდგენილი ტურისტული პროდუქტები ხელს შეუწყობს ტურისტული ინდუსტრიის შემდგომ განვითარებას და რეგიონში არსებული უნიკალური ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის მეტად გამოვლენას და ეფექტიანად გამოყენებას.
