ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის?
მიმდინარეობს საიტის განახლება
მიმდინარე წლის 13 დეკემბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ახალგაზრდული ორგანიზაცია ,,გოა განვითარებაზე" ორიენტირებული ახალგაზრდებისა და ქალაქ ზუგდიდის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა ინტელექტუალური თამაში ,,რა? სად? როდის? " პროექტში მონაწილეობდა ფაკულტეტის სტუდენტებისაგან დაკომპლექტებული გუნდი, უნივერსიტეტის რექტორთა სათათბიროს გუნდის წევრები. დასმული შეკითხვები სხვადასხვა თემატიკას მოიცავდა, რამაც სტუდენტებს შესაძლებლობა მისცა, განესაზღვრათ ცოდნის ხარისხი მომავალი პროფესიის მიმართულებით. ტურნირში გამარჯვებულ გუნდს სიმბოლურად სხვადასხვა საჩუქრები გადაეცათ.





