კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტი..
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ,,კავკასიური სახლის " წარმომადგენლები საუნივერსიტეტო საზოგადოებას შეხვდა. მსმენელებს მიესალმა „კავკასიური სახლის“ თანამშრომელი და „სახალხო უნივერსიტეტის“ კონსულტანტი მიხეილ ბეროშვილი. მან ისაუბრა "სახალხო უნივერსიტეტის" შინაარსსა და მიზნებზე და აღნიშნა, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს კავკასიის რეგიონის, აქ მცხოვრები ხალხის ისტორიის, კულტურის, ქართულ - კავკასიური ურთიერთობების კვლევას სამშვიდობო სივრცის შესაქმნელად რეგიონში, სადაც უკვე მერამდენე წელია მეტად რთული და მტკივნეული საზოგადოებრივ - პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს. პროექტის კურსდამთავრებულთათვის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატების გადაცემის შემდეგ მომავალ გეგმებსა და თანამშრომლობაზე აუდიტორიაში შეკრებილ სტუდენტებს ესაუბრა პროექტის კოორდინატორი თამარ უჯუხუ.
ახალგაზრდებმა შეაფასეს განვლილ სასწავლო წელს ჩატარებული ლექციები, გამოხატეს თავიანთ შეხედულებები. დასასრულს, თამარ უჯუხაძემ მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის რექტორს თანადგომისათვის.





