2019-2020 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრის ბოლო კვირების აქტივობების განხილვა პროფესიულ სტუდენტებსა და სტუდენტებს შორის

მიმდინარეობს საიტის განახლება

მიმდინარე წლის 27 დეკემბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი სტუდენტებსა და პროფესიულ სტუდენტებს შეხვდნენ. სასწავლო უნივერისტეტის შეხვედრის მიზანი იყო 2019-2020 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრის ბოლო კვირების აქტივობების განხილვა პროფესიულ სტუდენტებსა და სტუდენტებს შორის. შეხვედრაზე რექტორმა ისაუბრა სტუდენტური ინიციატივებისა და აქტივობების განხორციელებაში პროფესიული სტუდენტების გააქტიურების აუცილებლობასა და ამ მიზნით პროფესიულ სტუდენტთა გაერთიანების შექმნის ინიციატივაზე. შეხვედრაზე დაიგეგმა გაერთიანების წევრების შესარჩევი ვადები. ადგილზე ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა ჩაატარა სტუდენტების გამოკითხვა, რომელიც მიზნად ისახავდა რეგიონში პრიორიტეტული და ახალგაზრდებისთვის მიმზიდველი საგანმანათლებლო პროგრამების დადგენას. სტუდენტთა ინტერესებისა და საჭიროებების იდენტიფიცირებას.

         i (6).jpg i (3)_2.jpg

         i (5).jpg i (1)_3.jpg