უნივერსიტეტი აცხადებს განაცხადების მიღებას მოკლევადიან ტრენინგ-კურსზე „პირველადი სასოფლო-სამეურნეო წარმოების ჯგუფური სერტიფიცირება ბიო/ორგანული და/ან UTZ ხარისხის სტანდარტების მიხედვით“.
კურსის მიზანია, მოამზადოს სპეციალისტები, რომლებიც შეძლებენ მართონ ფერმერთა ჯგუფური სერტიფიცირების სისტემა და განახორციელონ ინსპექტირება ბიო/ორგანული და UTZ ხარისხის სტანდარტების მიხედვით. სასწავლო კურსის მსმენელები დაეუფლებიან ცოდნას:
- სურსათისა და სოფლის მეურნეობაში მოქმედი ხარისხისა და უვნებლობის ძირითადი სტანდარტებისა და სერტიფიცირების სისტემების შესახებ;
- ბიოსერტიფიცირების სტანდარტის მოთხოვნების შესახებ მემცენარეობისა და პროდუქტის გადამუშავებისათვის;
- თხილის წარმოებაში მოქმედი UTZ სტანდარტების შესახებ;
- ფერმერთა ჯგუფური სერტიფიცირების ორგანიზების შესახებ ბიო/ორგანული და UTZ ხარისხის სტანდარტების მიხედვით.
კურსი ჩატარდება 2020 წლის თებერვალში (სულ 8 სალექციო დღე, 24 საკონტაქტო საათი, მათ შორის გამოცდა). სავარაუდო სალექციო თარიღები:
- ორშაბათი, 10 თებერვალი - ხუთშაბათი, 13 თებერვალი
- ორშაბათი, 24 თებერვალი - ხუთშაბათი, 27 თებერვალი
მონაწილეობა შეუძლიათ ბიო/ორგანული და/ან UTZ ხარისხის სტანდარტების მიხედვით პირველადი სასოფლო-სამეურნეო წარმოების ჯგუფური სერტიფიცირების საკითხებით დაინტერესებულ პირებს (ინსპექტორად გახდომის პერსპექტივით):
- ასაკი - 18-50 წელი;
- განათლება - სასურველია უმაღლესი ან პროფესიული აგრონომული განათლება;
- სამუშაო გამოცდილება - პრაქტიკული გამოცდილება სოფლის მეურნეობაში, სასურველია თხილის წარმოებაში;
- უნარები - კომუნიკაციის კარგი უნარი, პასუხისმგებლობა, დაკვირვებულობა, ქართულ ენაზე წერილობით აზრის გადმოცემის კარგი უნარი, დეტალებისათვის ყურადღების მიქცევის უნარი;
- გეოგრაფიული არეალი - სამეგრელო, ასევე, დამატებით, იმერეთი და გურია.
კურსის მონაწილეების შერჩევა მოხდება განაცხადების გადარჩევის (ქულების მინიჭების) საფუძველზე, კომისიის მიერ. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია დამატებით დაინიშნოს გასაუბრება.
მონაწილეების მსურველებმა 2020 წლის 5 თებერვლის ჩათვლით უნდა შეავსონ ონლაინ განაცხადის ფორმა https://docs.google.com/forms/d/1APp5DzF9fKBT8sMNr0w84pl196WhoxSzjX0Mn58Myws/edit
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელ. ფოსტით: mananasamushia@zssu.edu.ge

