უნივერსიტეტი 2020 წლის 17 იანვრიდან აცხადებს პროფესიულ სტუდენტთა გაერთიანების წევრთა არჩევნებს

მიმდინარეობს საიტის განახლება

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 2020 წლის 17 იანვრიდან აცხადებს პროფესიულ სტუდენტთა გაერთიანების წევრთა არჩევნებს

1.ზუგდიდის ბაზაზე - 7 (შვიდი) სტუდენტი.

2.სენაკის ბაზაზე - 5 (ხუთი) სტუდენტი.

პროფესიულ სტუდენტთა გაერთიანების წევრობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

1) განცხადება კომისიის სახელზე.

2) ცნობა (სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი) .

3) მინიმუმ 10 მხარდამჭერის სია.

ზუგდიდის ბაზაზე საბუთები მიიღება 2020 წლის 20 იანვრიდან 2020 წლის 30 იანვრის ჩათვლით, მისამართზე: ზუგდიდი, ჯანაშიას ქ №14, მეორე სართული ,17 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა), არჩევნები ჩატარდება 2020 წლის 11 თებერვალს.

სენაკის ბაზაზე საბუთები მიიღება 2020 წლის 20 იანვრიდან 2020 წლის 30 იანვრის ჩათვლით, მისამართზე: : ქ.სენაკი, მშვიდობის ქ N192, მეორე სართული, 17 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა), არჩევნები ჩატარდება 2020 წლის 12 თებერვალს.