უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დასკვნითი გამოცდების ჩაბარება საუნივერსიტეტო სივრცეში დაიწყო. გამოცდები ტარდება ელექტრო
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დასკვნითი გამოცდების ჩაბარება საუნივერსიტეტო სივრცეში დაიწყო. გამოცდები ტარდება ელექტრონულად კომპიუტერულ ლაბორატორიებში სპეციალურად შედგენილი საგამოცდო ცხრილების შესაბამისად. იმ სტუდენტებისთვის, რომლებისთვისაც ხელმისაწვდომი არ არის დასკვნითი გამოცდის ჩაბარება საუნივერსიტეტო სივრცეში, უნივერსიტეტი უზრუნველყოფს დასკვნითი გამოცდების ჩაბარებას დისტანციური ფორმით.
სასწავლო უნივერსიტეტმა გაითვალისწინა ყველა რეკომენდაცია ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებით და მიიღო ნებართვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან საუნივერსიტეტო სივრცეში საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით.
