უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას ახალ პროფესიულ პროგრამებზე...
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა სხვა პროფესიულ პროგრამებთან ერთად დამატებით მოიპოვა უფლება განახორციელოს: ზუგდიდის ბაზაზე - ფარმაცია, სკოლამდელი აღზრდა, რეპორტიორობა ჟურნალისტიკაში, კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირება, პირის ღრუს ჰიგიენისტი, ბიბლიოთეკარი, კომპიუტერული ქსელი და სისტემები.
სენაკის ბაზაზე: ფარმაცია, სკოლამდელი აღზრდა, კომპიუტერული ქსელი და სისტემები, ბიბლიოთეკარი, ფერმერობა.....
ზემოაღნიშნული პროგრამებიდან 5 განხორციელდება ინტეგრირებული სწავლებით. ეს ნიშნავს იმას რომ 9 კლასდამთავრებული პირი ამ პროგრამების დასრულების შემდეგ მიიღებს დიპლომს, რომელიც გათანაბრებულია სრულ ზოგად განათლებასთან...
რეგისტრაცია პროგრამებზე განხორციელდება 10 აგვისტოს ჩათვლით.
აპლიკანტებს წარმატებებს გისურვებთ

