დასაქმების ონლაინ ფესტივალი – ,,გაესაუბრე საიდანაც გინდა”
მიმდინარე წლის 1- დან 5 მარტის ჩათვლით, HR hub – ისა და World Vision საქართველოს ორგანიზებით ტარდება დასაქმების ონლაინ ფესტივალი – ,,გაესაუბრე საიდანაც გინდა”
180 - ზე მეტი სტაჟრება/ვაკანსია.
ღონისძიების მიაზნია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალში მონაწილეობას ოცდაათამდე კომპანია იღებს.
ფესტივალი განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის და ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.
· დეტალები შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე: https://hrhub.ge/dasakmebis-online-festivali/
· ვაკანსიები და კომპანიების პროფაილები განთავსებულია ბმულზე : www.Studentjob.ge
· დამსაქმებლების ინტერვიუები განთავსებულია ბმულზე: https://hrhub.ge/hr-bl/
· იხილეთ კანდიდატების სარეგისტრაციო ლინკი: https://bit.ly/3pgic8l

