უნივერსიტეტი ბიოლოგოიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანასთან“ თანამშრომლობით, აცხადებს მოკლევადიანი სასწავლო ტრეინინგ-კურსს
სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ბიოლოგოიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანასთან“ თანამშრომლობით, აცხადებს მოკლევადიანი სასწავლო ტრეინინგ-კურსს - “ჯგუფური სერტიფიცირება შიდა ინსპექტორებისთვის ბიო და Rainforest Alliance სტანდარტების მიხედვით“. კურსის მიზანია, მოამზადოს ინსპექტორები, რომლებიც შეძლებენ განახორციელონ შიდა კონტროლის ჯგუფის წევრი ფერმერების შიდა ინსპექტირება ბიო/ორგანული და Rainforest Alliance ხარისხის სტანდარტების შესაბამისად.
მონაწილეობა შეუძლიათ ბიო და/ან Rainforest Alliance ხარისხის სტანდარტების მიხედვით პირველადი სასოფლო-სამეურნეო წარმოების ჯგუფური სერტიფიცირების ინსპექტორად მუშაობით დაინტერესებულ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:
- ასაკი - 18-50 წელი;
- განათლება - სასურველია უმაღლესი ან პროფესიული აგრონომული განათლება;
- სამუშაო გამოცდილება - პრაქტიკული გამოცდილება სოფლის მეურნეობაში, სასურველია თხილის წარმოებაში;
- უნარები - კომუნიკაციის კარგი უნარი, პასუხისმგებლობა, დაკვირვებულობა, ქართულ ენაზე წერილობით აზრის გადმოცემის კარგი უნარი, დეტალებისათვის ყურადღების მიქცევის უნარი;
- კომპიუტერთან მუშაობის უნარი (internet, word, excel);
შენიშვნა: კურსის მონაწილეებს უნდა ჰქონდეთ ონლაინ კურსში ჩართვის საშუალება; დასაქმების შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ შიდა ინსპექტორები ახორციელებენ საველე მუშაობას სამეგრელოს და/ან იმერეთის (ვანის) სოფლებში.
კურსი ჩატარდება დისტანციურად/ონლაინ, 2021 წლის მარტში (სულ 8 სალექციო და 2 საველე დღე, სალექციო დღის ხანგრძლივობა 3 საათი).
კურსის მონაწილეების შერჩევა მოხდება წინასწარი შეფასების საფუძველზე.
მონაწილეების მსურველებმა 2021 წლის 1 მარტამდე უნდა გამოგზავნონ CV და ინტერესის გამოხატვის წერილი მისამართებზე: hazelnut@elkana.org.ge ან mananasamushia@zssu.edu.ge.
კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: 597 08 63 53, ირაკლი ტაბაღუა

