უნივერსიტეტი 2021 წლის 17 მარტიდან აცხადებს წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი სტუდენტის არჩევნებს

მიმდინარეობს საიტის განახლება

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 2021 წლის 17 მარტიდან აცხადებს წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი სტუდენტის არჩევნებს წარმომადგენლობითი საბჭოში ასარჩევი წევრის რაოდენობა განისაზღვროს 1 (ერთი) წევრი სტუდენტით (საზოგადოებრივ მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი).

კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

1. განცხადება საარჩევნო კომისიის სახელზე.

2. სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა).

კანდიდატთა საბუთები მიიღება სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ( მისამართზე-ზუგდიდი ჯანაშიას ქ.№14), 2021 წლის 22 მარტიდან 26 მარტის ჩათვლით 17:00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა). არჩევნები ჩატარდება 2021 წლის 30 მარტს.