უნივერსიტეტი 2021 წლის 22 მარტიდან აცხადებს კონკურსს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის ვაკანტური ადმინისტრაციული თანამდებობის დასაკავებლად
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 2021 წლის 22 მარტიდან აცხადებს კონკურსს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის ვაკანტური ადმინისტრაციული თანამდებობის დასაკავებლად
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
1. წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა.
2. გასაუბრება.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილედ შეიძლება არჩეულ იქნეს სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი ან/და ასოცირებული პროფესორი, რომელსაც აქვს ადმინისტრაციულ/აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ ოთხი წლის გამოცდილება.
კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:
1. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე.
2. სამოტივაციო წერილი.
3. ავტობიოგრაფია.
4. სამოქმედო გეგმა.
5. შრომის წიგნაკის ჩანაწერის ასლი ან/და ცნობა სამსახურიდან.
6. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
7. ორი ფოტოსურათი.
კონკურსანტთა საბუთები მიიღება სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში (მისამართზე-ზუგდიდი ჯანაშიას ქ.№14), 2021 წლის 23 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით 17:30 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა).
კონკურსი ჩატარდება 2021 წლის 8 მაისს (საბუთების განხილვა), 10 მაისს (გასაუბრება).

