საერთაშორისო სასწავლო პლატფორმა- უნივერსიტეტმა დაიწყო ერთობლივი ლექციები პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტთან

მიმდინარეობს საიტის განახლება
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკისა და სტრატეგიის ფარგლებში, ამერიკული საბჭოები საერთაშორისო განათლებისთვის პროექტის - COIL/ Collaborative Online International Learning-ონლაინ-თანამშრომლობითი საერთაშორისო სასწავლო პლატფორმა - ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დაიწყო ერთობლივი ლექციები პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. ერთობლივი ლექციები ტარდება ორ სასწავლო კურსში: ,,დემოკრატია და მოქალაქეობა“, ,,გარემო და მდგრადი განვითარება“.
2021 წლის 17 მარტს ლექცია ჩატარდა PennState Beaver კამპუსში. 23 მარტს დაგეგმილია PennState Abington კამპუსში. ლექციები ტარდება ყოველ კვირეულად, გაზაფხულის სემეტრის განმავლობაში.
2021 წელი სასწავლო უნივერსიტეტში ინტერნაციონალიზაციის, სამეცნიერო კვლევებისა და აკადემიური პერსონალის მხარდაჭერის წლად არის გამოცხადებული.