თაბუკა ჯიქია

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბედნიერი ვარ, რომ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული მქვია. დარწმუნებული ვიყავი, რომ ,,მესხიაუნის“ კედლებში გავიზრდებოდი უკეთესი პიროვნება, კონკრეტული სპეციალობის პროფესიონალი, პერსპექტიული და პროგრესული მენტალიტეტით, საქართველოს ღირსეული მოქალაქე. საუნივერსიტეტო ცხოვრებიდან, რასაკვირველია, ბევრი რამის გახსენება შეიძლება , მაგრამ ფაქტების დანაწილებას სჯობს გითხრათ, რომ იყო მუდმივი ძიების, კრიტიკის, წარმატებისა და წარუმატებლობის წლები, მაგრამ ბოლოს მაინც გამარჯვების, რადგან ჩვენი უნივერსიტეტის პროფესურა გვედგა გვერდით. ისინი გვიზიარებდნენ უდიდეს გამოცდილებას. დარწმუნებული ვარ, ისინი მომიწონებენ რომ მეგობრები ვუწოდო მათ. განსაკუთრებით დასაფასებელია მესხიაუნის თვითმმართველობის პრეზიდენტად ყოფნისა და შემდეგ უნივერსიტეტში მუშაობისას მიღებული გამოცდილება. იქ ჩამომიყალიბდა პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გადაწყვეტილების მიღების უნარი. არ შემიძლია არ გამოვყო ქალბატონი თეონა, რომლის გარეშედაც რთული იქნებოდა ვყოფილიყავი ის ვინც ვარ დღეს. ყველა მესხიაუნელს ვუსურვებ, იყვნენ თავდაჯერებულები და უშუალოები! გისურვებთ საინტერესო ცხოვრებას ყოველგვარი ფობიების, სტერეოტიპებისა და ავტორიტეტების გარეშე! გახსოვდეთ, რომ ადამიანი, რომელსაც უნდა გაეჯიბრო ხარ შენ წარსულში და, ერთადერთი ადამიანი, ვისაც შენ უნდა აჯობო, ხარ შენ დღეს!" აქვე მოგაწვდით ინფორმაციას ჩემი სამუშაო გამოცდილების შესახებ: CAUCASUS INTERNATIONAL OLIMPICS - General maneger შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი-საზოგადოებასთაან ურთიერთობის სამსახური ოლამ ჯორჯია-წარმოების კორდინატორი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა- მთავარი სპეციალისტი სს სმარტ რითეილი-მერჩენდაიზერი Georgian unaited discount sistem-რეგიონალური წარმომადგენლების ჯგუფის უფროსი ვერიტას ოლიმპიკსი-რეგიონალური მენეჯერი აქვე, გაგიზიარებთ ჩემს საკონტაქტო ინფორმაციას იმ შემთხვევისთვის თუ კითხვები ან რეკომენდაციები დაგჭირდებათ: მობ. - +995579101110 ელ. ფოსტა - Jikiatabuka@gmail.com