,,მესხიაუნის ახალგაზრდული კლუბის“ მიერ ინიცირებული და ორგანიზებული პირველი აქტივობა.
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი საინტერესო სიახლეებით გიბრუნდებათ! 19 მარტს უნივერსიტეტის პროფესიული განათლების განვითარების სამსახურის ბაზაზე ახალგაზრდული მუშაკის სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა ,,მესხიაუნის ახალგაზრდული კლუბის“ მიერ ინიცირებული და ორგანიზებული პირველი აქტივობა. შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ სამეგრელოს სკაუტური მოძრაობის ლიდერები, რომლებმაც ზოგადად ისაუბრეს სკაუტებზე, მათ ისტორიაზე, აქტივობებსა და შესაძლებლობებზე. ახალგაზრდებმა ასევე განიხილეს შემდეგი საკითხები: როგორ უნდა დაიგეგმოს ლაშქრობა, რა უნდა გაითვალისწინონ, რა ნივთები სჭირდებათ მოლაშქრეებს და რა არა; როგორ მოექცნენ ბუნებას, როგორ გაიშალოს კარავი, რა პირველადი დახმარების ნივთები უნდა იქონიონ თან და სხვა. ახალგაზრდული კლუბი აგრძელებს მუშაობას მომავალი აქტივობების განსახორციელებლად. თვალი გვადევნეთ და შემოგვიერთდით!





