11.07.2011 სასწავლო უნივერსიტეტში მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა საყურადღებოდ

მიმდინარეობს საიტის განახლება

მობილობის წესით სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩარიცხვის მსურველ სტუდენტთა საყურადღებოდ:

განისაზღვრა 2011–2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სტუდენტების მობილობის ვადები

სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველმა სტუდენტებმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პორტალზე (www.eqe.ge; www.nea.ge) უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია 2011 წლის 1 აგვისტოდან 2011 წლის 31 აგვისტომდე. აღნიშნულ პორტალზე დარეგისტრირების შემდეგ მობილობის უფლების მოპოვების შემთხვევაში, სტუდენტმა განცხადებით უნდა მიმართოს სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს და წარმოადგინოს პირად საქმეში არსებული დოკუმენტების ქსეროასლები მიმდინარე სასწავლო წლის 2 სექტემბრიდან 13 სექტემბრის ჩათვლით.

მობილობის წესით ჩარიცხვისთვის სასწავლო უნივერსიტეტში წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტაცია:

ა) საშუალო განათლების ატესტატი;

ბ)გამოცდების ეროვნული ცენტრის სერტიფიკატი;

გ)უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის თაობაზე ბრძანება;

დ)სასწავლო ბარათი

ე)პირად საქმეში არსებული სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია.

მობილობის წესით ჩარიცხვის უფლება აქვს სტუდენტს

–რომელიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხა კანონმდებლობით დადგენილი წესით (ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე);

–დარეგისტრირებულია საგანმანათლებლო დაწესებულების რეესტრში;

–რომელმაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ისწავლა ერთი წელი და მეტი;

–რომელსაც შეწყვეტილი აქვს სტუდენტის სტატუსი (სტატუსის შეწყვეტიდან მობილობის წესით ჩარიცხვამდე არ უნდა იყოს გასული 6 თვე).

ცნობისთვის შეგიძლიათ მიმართოთ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფისა და სასწავლო–სამეცნიერო სამსახურებს.

მისამართი: ზუგდიდი, ჯანაშიას 14

ტ. 593 32 42 43