15.08.2011 მიღება პროფესიულ პროგრამებზე

მიმდინარეობს საიტის განახლება

სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას 2011–2012 სასწავლო წლისთვის I, II და III საფეხურის ფარგლებში შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

  1. ბუღალტერი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– III საფეხური
  2. ინფორმაციული ტექნოლოგი –––––––––––––––––––––––––– III საფეხური
  3. მემცენარე –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– II საფეხური
  4. ზოოტექნიკოსი (მეცხოველე) –––––––––––––––––––––––––– I საფეხური
  5. მებოსტნე ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– II საფეხური
  6. ელექტრიკოსი –––––––––––––––––––––––––––––––––––––– II საფეხური
  7. შემდუღებელი (ელექტრორკალური შემდუღებელი ––––– I საფეხური
  8. დურგალი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– II საფეხური

აღნიშნულ პროგრამებზე რეგისტრაცია იწარმოებს ქუთაისის ან ქობულეთის პროფესიულ ცენტრებში 2011 წლის 23 აგვისტომდე (პროფესიულ ცენტრებში წარსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია: პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, საშუალო განათლების ან საბაზო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (აღნიშნულის არქონის შემთხვევაში – ცნობა მიღებული განათლების შესახებ)

დოკუმენტები მიიღება სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სასწავლო–სამეცნიერო სამსახურში პროფესიულ ცენტრში დარეგისტრირების შემდეგ. ცნობისთვის მოგვმართეთ ტელეფონზე 593 32 42 43 ან 577 72 74 63.