პროფესიული განათლების განვითარების სამსახურის ბაზაზე ახალგაზრდული მუშაკის სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში ,,მესხიაუნის ახალგაზრდულმა კლუბმა“ განახორციელა მორიგი აქტივობა.
მიმდინარეობს საიტის განახლება
პირველ აპრილს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების განვითარების სამსახურის ბაზაზე ახალგაზრდული მუშაკის სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში ,,მესხიაუნის ახალგაზრდულმა კლუბმა“ განახორციელა მორიგი აქტივობა. კულტურულ-საგანმანათლებლო ჯგუფის მიერ დაიგეგმა სასწავლო ვიზიტი თიხის სახელოსნო ,,ორკოლ სტუდიაში“, სადაც ახალგაზრდებს მიეცათ საშუალება გაცნობოდნენ და ენახათ თიხის მხატვრული დამუშავების პროცესი. ახალგაზრდული კლუბი აგრძელებს მუშაობას მომავალი აქტივობების განსახორციელებლად. თვალი გვადევნეთ და შემოგვიერთდით!





