15.08.2011 პროფესიულ სტუდენტთა საყურადღებოდ
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსის მესამე საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის თეორიული კურსი სრულდება 2012 წლის 2 თებერვალს.
შუალედური გამოცდები ჩატარდება 2011 წლის 8 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით. ფინალური გამოცდა ჩატარდება 2012 წლის 26 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით.
ვეტერინარიული მომსახურების სპეციალისტის მესამე საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის თეორიული კურსი სრულდება 2012 წლის 2 თებერვალს.
შუალედური გამოცდები ჩატარდება 2011 წლის 15 სექტემბრიდან 22 სექტემბრის ჩათვლით. ფინალური გამოცდა ჩატარდება 2012 წლის 26 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით.
აღნიშნულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2011 წლის 15 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე გამოცხადებულია საზაფხულო არდადეგები.